კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონის გამგეობაში თანამშრომლებს ნაცნობობით არჩევენ

22 თებერვალი, 2006

გორის რაიონის გამგეობაში თანამშრომლებს ნაცნობობით არჩევენ

გორის რაიონის გამგებელს ნუკრი პაპუნაშვილს სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები უჩივიან. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი ხათუნა ხეთაგური უფლებების დარღვევაზე საუბრობს. მისი განცხადებით, რაიონის გამგეობაში დაწყებული შემცირებები ისეთ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ყველანაირი პირობებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. „თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა პირადი განწობების მიხედვით ხორციელდება“,- აცხადებს ხათუნა ხეთაგური.

რაიონის გამგებლის მოადგილე თამარ ედიშერაშვილის თქმით, მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რაიონის გამგეობაში გარკვეული შტატების შემცირებები ხორციელდება, მთლიანობაში კი სულ 11 თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს რაიონის ხელმძღვანელობას. სწორედ ამ 11 კაცში მოჰყვა ხათუნა ხეთაგური.

ხათუნა ხეთაგურის ძმა 2004 წელს შს სამინიტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების დროს დაიჭრა. მაშინ პოლიციელი ხეთაგური რეგიონის თითქმის ყველა მაღალჩინოსანმა მოინახულა და ოჯახს დახმარება აღუთქვა. დღეს კი მის დას, ხათუნა ხეთაგურს გული სწყდება, რომ სამსახურიდან უბოდიშოდ უშვებენ.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები