კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს

22 თებერვალი, 2006

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, დღემდე ვერ მოხერხდა გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. „სანდრო გვირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და მივიჩნევ, რომ ასეთ ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობის პრეტენზია. ვინაიდან და რადგანაც მონაწილეობა აქვთ მიღებული და მინიმუმ მოწმის სახით მაინც უნდა დაიკითხოს შინაგან სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ შინაგან საქმეთა სამინიტროს. არ გვგონია, რომ საქმე გამოძიებული იქნება ობიექტურად და ამიტომ მოვითხოვთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გამოითხოვოს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმის გამოძიებას თავად“,- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე.
 

დაღუპული სანდრო გირგვლიანის  დედა ირინა ენუქიძე მოითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანომ მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და სულ მცირე, მოწმის სახით მაინც დაიკითხოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მაღალჩინოსნები და ამატებს, რომ „თუკი თანამდებობები უშლით ხელს, გადადგნენ“.

როგორც ცნობილია, 27 იანვარს ღამით, მკვლელობის წინ, რამდენიმე საათით ადრე, სანდრო გირგვლიანი კაფე “შარდენში” იმყოფებოდა. იქვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე, შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი და ვინმე ოლეგი.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როცა დანაშაულის ჩადენაში თანამდებობის პირის მონაწილეობა იკვეთება, გამოძიება ვალდებულია ეს ვარაუდი დეტალურად გადაამოწმოს, მოწმეები კი დაკითხოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მკვლელობის არცერთი მოწმე ჯერ არ დაკითხულა.

ახალი ამბები