კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკის სამხედრო ბაზას რუსულმა ვერტმფრენმა გადაუფრინა

23 თებერვალი, 2006

სენაკის სამხედრო ბაზას რუსულმა ვერტმფრენმა გადაუფრინა

21 თებერვალს 14 საათსა და 30 წუთზე საქართველოს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენა განახორციელა რუსული სამშვიდობო ძალების კუთვნილმა МИ-8-ს ტიპის ვერტმფრენმა.

თვითმხილველთა განცხადებით, ვერტმფრენმა სენაკში ქართულ სამხედრო ბაზას სამი წრე შემოავლო , რის შემდეგაც სოხუმის მიმართულებით გაფრინდა.

 „ეს რუსების საბრძოლო ვერტმფრენი იყო. ადრეც მინახავს. ამ ვერტმფრენზე საბრძოლო ჭურვების დაყენება შეიძლება. ალბათ შეშინება უნდოდათ. МИ-8 იყო. თავად წავიკითხე“,- აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გივი გაბისონია.

სენაკში დღისით გამოჩენილ რუსულ ვერტმფრენს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, როგორც სენაკის მოსახლეობა, ასევე სამხედრო ბაზის თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობას მისი ამოცნობა არ გასჭირვებია.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები