კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს გმობს

24 თებერვალი, 2006

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს გმობს

მარნეულის რაიონის სოფ. დამია-გერარხის მაცხოვრებლებმა მიწის ნაკვეთების განაწილების პროცესისადმი უკმაყოფილება ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვით გამოხატეს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გზის გახსნა პოლიციამ მხოლოდ ძალის გამოყენების შემდეგ შესძლო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორივე მხარე დაზიანდა. დაკავებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში ეჭვმიტანილი 15 ადგილობრივი მოსახლე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ  პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ   ინციდენტს ორი აზერბაიჯანული ტელევიზია "Lider" და "ANS_ იღებდნენ. მოგვიანებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების განცხადებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა მათ გადაღებული კასეტები წაართვეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს სოფ. დამია-გერარხში მომხდარი ინციდენტი და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დაზარალებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს რასილ დემირჩალოვს და აიმაზ კალაევს.

გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ მარნეულის პოლიციის უფროსს სოსო მესხს, რაიონის გამგებელს მერაბ შუბითიძეს, აღმოსავლეთ საქართველოს კონტრადზვერვის სამსახურის უფროსს გოჩა ჯანჯღავას და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველ მდივანს ელხან პოლუხოვს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კასეტების წართმევისა და ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს უარყოფს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს დაკავებული პირები და დაკავების ოქმებს გაეცნენ.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ პოლიციას უფლება ქონდა ცენტრალური მაგისტრალის გასახსნელად კანონით მინიჭებული უფლებები გამოეყენებინა, თუმცა მსგავსი ძალადობა მედიის წარმომადგენელთა მიმართ მიუღებელია და სახალხო დამცველი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე გამოძიების დაწყებასა და ჟურნალისტებისათვის კატესეტების დაბრუნებას ითხოვს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძველია და მისი ხელყოფა მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებისთვის, ნათქვამია  პრეს-რელიზში.

http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=466

 

ახალი ამბები