კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ციხეებში მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა

24 თებერვალი, 2006

საქართველოს ციხეებში მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა


უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ორი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციალური სისტემა კატასტროფის წინაშე დგას. კრიტიკის მიუხედავად, მთავრობა დარწმუნებულია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა დადებითი შედეგი გამოიღო.
„საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „წამება და არაადამიანური მოპყრობა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც პრობლემად რჩება“, მოყვანილია პატიმართა წამების ფაქტები. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში ინფორმაციის მისაღებად  კვლავ ელექტრო შოკს, სიგარეტისა და სანთლის მიწვასა და იარაღით მუქარას იყენებენ. გამოძიება სამწუხაროდ, დამნაშავეებს ვერ სჯის, რაც ხშირად დაშინებული პატიმრების დუმილით შეიძლება აიხსნას.

ორ თებერვალს, თბილისში „საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას პენიტენციალური რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმის დასახვისაკენ მოუწოდეს.

„ვვარაუდობთ, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა ერთია გათვალისწინება და მეორე ამ რეკომენდაციების რეალური შესრულება“, - განაცხადა „საერთაშორისო ამნისტიის“ ევროპისა და აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დუკოვორსმა.

ციხეებში არაადამიანური საცხოვრებელი პირობების შესახებ საუბარია ანგარიშშიც, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ გამოაქვეყნა.  გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან ერთი პატიმრის მოვლისათვის თვეში 26 ლარი გამოყო, აქედან სამედიცინო დახმარებისათვის მხოლოდ 1 ლარი იყო გათვალისწინებული.

„ჩვენს ციხეებში მინიმალური პირობებიც კი არ არის შექმნილი“, - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, - „მე არ ვსაუბრობ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საქმე ელემენტარულად საწოლებს ეხება“. 

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არც „საერთაშორისო ამნისტიის“ და არც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯონ მაკედონი

http://www.eurasianet.org/departments/civilsociety/articles/eav022206.shtml

ახალი ამბები