კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გამომძიებლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

27 თებერვალი, 2006

სახალხო დამცველი გამომძიებლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

თბილისი.26.02.06.მედიანიუსი.

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებას გამოთქვამს 22 თებერვალს წყალტუბოში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები _ მზია დანგაძე და ვახტანგ გველესიანი მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, 18-საათიდან ღამის 3-საათამდე ჰყავდათ დაკავებული.

საქმე ის არის, რომ წყალტუბოს შს სამმართველოს გამომძიებელმა მელიკო იობაძემ აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე დააკავა. როგორც ახლობლები აცხადებენ, ბავშვებს შენობაში შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების უფლება.

პოლიციის თანამშრომელთა განცხადებით, ბავშვების აყვანა, მხოლოდ, იმ მიზეზით მოხდა, რომ სახლში ისინი მარტო არ დაეტოვებინათ. თუმცა, იმერეთის რეგიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თეონა კუჭავას ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცოლ-ქმრის დაკავებისას სახლში ბავშვების ბებია და ბიცოლა იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათი „იძულების წესით“ პოლიციის განყოფილებაში მიყვანა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაარღვიეს მცირეწლოვანთა ხელშეუხებლობის უფლება, რაც ეწინააღმდეგება როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობას.

სოზარ სუბარმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს და მოითხოვა, გამომძიებელ მელიკო იობაძის და ოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა. საქმის შესწავლის დასრულებამდე კი, შეუჩერდეთ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კანონის დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.

ახალი ამბები