კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებს

28 თებერვალი, 2006

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებს

„საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ პროტესტს გამოთქვამს ქართველი სამართალდამცავების მხრიდან, 22 თებერვალს, აზერბაიჯანული ტელეკომპანიების "Lider" და "ANS~-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო.
 
მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გერარხის მოსახლეობის საპროტესტო აქციის გადაღებისას აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს რასილ დემირჩალოვს და აიმაზ კალაევს სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა პოლიციელებმა წაართვეს გადაღებული მასალა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა.

 „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციას“ მიაჩნია, რომ „ჟურნალისტების მიმართ ამგვარი მეთოდების გამოყენება მიუღებელია და მხოლოდ ხალხთა შორის ურთიერთობების დაძაბვას ემსახურება“.

ასოციაცია უერთდება საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოთხოვნას, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე  გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამავე დროს „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერი ფაქტი მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და მას სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან უნდა შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები უნდა მოჰყვეს.

http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=477

ახალი ამბები