კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია ,,თრიალეთი“ ზეწოლაზე საუბრობს

6 მარტი, 2006

ტელეკომპანია ,,თრიალეთი“ ზეწოლაზე საუბრობს

შიდა ქართლის ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფიკო რეზრიჩენკო გორის საგადასახადო ინსპექციის მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. სოფიკო რეზრიჩენკოს თქმით, ბოლო დროს ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვებების საშუალებით ბაზრის მოვაჭრეების აქციების გაშუქების გამო, გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე გიორგი ბასილაშვილი თითქოსდა დამალული გადასახდებისთვის  ტელევიზიას დასჯით ემუქრება.

გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე გიორგი ბასილაშვილი აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. საგადასახადო ინსპექციის უფროსი დავით მეჭიაური კი აღნიშნავს, რომ გარდა შპს „თრიალეთის“ ბუღალტერისა, ყველა საწარმოს ბუღალტერი ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში გამოცხადეს და წარმოადგინოს ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული გადასახადების გადახდის დამადასტურებელ ინფორმაციას შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ამა თუ იმ საწარმოს არაგეგმიური შემოწმება, რაც თავისთავად არასასიამოვნო ფაქტია საწარმოსთვის. მეჭიაურის განმარტებით, მართალია შპს „თრიალეთის“ ბუღალტერს სათანადო დოკუმენტაცია ჯერ არ წარმოუდგენია, მაგრამ არაგეგმიური შემოწმების გრაფიკში საწარმოს შემოწმება ჯერ ნამდვილად არ უზით.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები