კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონის გამგეობის გაზეთს საგადასახადო ინსპექციასთან ფინანსური პრობლემები აქვს

6 მარტი, 2006

გორის რაიონის გამგეობის გაზეთს საგადასახადო ინსპექციასთან ფინანსური პრობლემები აქვს

გორის რაიონის გაზეთი „ლომჭაბუკი“ დახურვის პირასაა. გაზეთი, რომელსაც რაიონის ბიუჯეტიდან წელიწადში 13 000 ლარი აქვს დაფინანსება, თებერვლის თვეში მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს უკვე მეორედ უცვლიან სახელს. გაზეთს წლების განმავლობაში „გორის მოამბე“ ერქვა. ახალი წლიდან მას „ლომჭაბუკი“ ისე დაარქვეს, არც საგადასახადოში დაურეგისტრირებიათ, არც რაიმე დოკუმენტი შეუქმნიათ. როგორც რაიონის გამგეობაში აცხადებენ, მარტის თვიდან გაზეთმა შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალოს სახელი, ოღონდ ჯერ-ჯერობით უცნობია რა სახელწოდებით გამოვა „ლომჭაბუკი“. რაიონის გამგებლის მოადგილე თამარ ედიშერაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაიღალნენ თანამშრომლების უპასუხისმგებლო მუშაობით, რადგან გაზეთის კოლექტივი ელემენტარულად ვერ ახერხებს თუნდაც გორის საგადასახადო სამსახურთან პრობლემების მოგვარებას და ყველა დახმარებას მას სთხოვს. ედიშერაშვილი ირწმუნება, რომ გაზეთი „ლომჭაბუკი“ არ დაიხურება, ხოლო თებერვლის თვეში მხოლოდ ერთი ნომრის გამოსვლით, საგანგაშო არაფერია. სად წავა თებერვლის თვეში გამოსაშვები გაზეთისთვის გაწერილი თანხები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები