კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულის ვინაობას, რომელმაც მოვაჭრე ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, მალავენ

6 მარტი, 2006

პატრულის ვინაობას, რომელმაც მოვაჭრე ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, მალავენ

ზუგდიდში, შ.პ.ს. "სუპერმარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე იამზე ჩხაპელიას გუშინ, დაახლოებით 12 საათზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა. სავარაუდოდ, ქვეითი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზვიადი (რომლის ზუსტ ვინაობასაც ამ წუთებში ვარკვევთ) ყოველგვარი კანონის დარღვევით შეეცადა ჩხაპელიასთვის იძულებით შეეწყვეტინებინა გარე ვაჭრობა.

როგორც დაზარალებული ჩხაპელია აცხადებს, პატრულის აღნიშნული თანამშრომლის მხრიდან მისი და მისი 20 წლის ბრმა ქალიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა. "მიუხედავად იმისა, რომ მე უკანონო გარე ვაჭრობას ვეწევი, არავის აქვს უფლება მანქანაში ძალით ჩამაგდოს, ხუთი საათი განყოფილებაში მამყოფოს და ჩემს ბრმა გოგოს შეურაცხყოფა მიაყენოს. პურს ვყიდი იმისთვის, რომ ჩემი გოგონასათვის საკვები მოვიპოვო", -აცხადებს იგი. როგორც თავად ამბობს, სახლში შვილის მიმხედავი არავინა ჰყავს და იძულებულია სავაჭროდ თან ატაროს.

პატრულის მხრიდან შეურაცხყოფის არაერთ ფაქტზე საუბრობს თავად მზევინარ ქოჩუაც - დაზარალებულის ქალიშვილი: "თითქმის ყოველდღე მლანძღავს, რას გავხარ, შე ბრმაო. ეს არაფერი, გამუდმებით მეშინია, დედას რამე არ დამართოს. გუშინ მესმოდა, თუ როგორ ჩატენეს მანქანაში. სასოწარკვეთილი ერთ ადგილას ქვაზე ვიჯექი და დედას ველოდებოდი, არ ვიცოდი, სად მეძებნა. ან როგორ ვიპოვიდი?!"

აღნიშნული პატრულის ვინაობას ზუგდიდის რაიონის პოლიციაში საგულდაგულოდ მალავენ; ჩვენი კითხვა მათ უკომენტაროდ დატოვეს. მორიგე პოლიციელმა კი განაცხადა: "ქვეით პატრულში ყველა ახალი თანამშრომელია და მათ არ ვიცნობთო". პატრულის ვინაობის დადგენას ცდილობს თავად დაზარალებულიც, რომელიც აცხადებს, რომ მეორე დღეა, ამაოდ ცდილობს ამის გარკვევას.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები