კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეო უწყება, აფხაზეთში, ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებას თხოვს

7 მარტი, 2006

საგარეო უწყება, აფხაზეთში, ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებას თხოვს

სტუდენტური ორგანიზაციის „შემოქმედებითი სალონის“ წევრის და მისი თანხმლები პირების  აფხაზეთში დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ სისტემატურად, უხეშად ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს  6 მარტის განცხადებაში.

საქართველოს დიპლომატიური უწყება მიმართავს გაერო-ს, ეუთო-ს, გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ქვეყნებს თხოვნით, რომ სათანადო შეფასება მისცენ აღნიშნულ ქმედებას, მიიღონ შესაბამისი ზომები დაკავებულების გასათავისუფლებლად, ასევე გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზულიციის შესაბამისად, გალში გაიხსნას ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო/ეუთოს სოხუმის ოფისის ფილიალი და ამოქმედდეს გაერო-ს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი.

საგარეო უწყების ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ 2 მარტს აფხაზეთში, საქართველო, ოჩამჩირისა და გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დააკავეს სტუდენტური ორგანიზაციის „შემოქმედებითი სალონის“ წევრი თეა შარია, ასევე მისი თანმხლები პირები ტარიელ სოხაძე და თეიმურაზ ელიავა. დაკავებულები აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლის მოქვის ეკლესიის გადასაღებად. სამივე მოქალაქე სასტიკად არის ნაცემი და გადაყვანილია სოხუმის უშიშროების იზოლატორში.

დაკავებულები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მაგრამ აფხაზეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებსა და ექიმს არ აძლევს მათი ნახვის საშუალებას, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სოხუმის  მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ ჟურნალისტების ცემას. მათივე განცხადებით, ამჟამად დგინდება,  რას იღებდნენ ჟურნალისტები და რატომ.

 http://media.ge/news_detailed.php?id_numb=515

 

ახალი ამბები