კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სემეკის თავმჯდომარე ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა

7 მარტი, 2006

სემეკის თავმჯდომარე ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე (სემეკი) გიორგი თავაძე, ანალიტიკურ ჟურნალ „ენერგეტიკის რეგულირების მაცნეს” მთავარ რედაქტორს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურების ფონდის“ თავმჯდომარეს ვახტან ზარქუას, კომისიის სხდომაზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ამის შესახებ ნათქვამია „ენერგოეფექტურების ფონდისა“ და „ელექტროენერგიის მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადებაში.

16 თებერვალს, კომისიის სხდომაზე, ზარქუამ  უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წლების მანძილზე არ ხდება მისი, როგორც  ექსპერტის შენიშვნებზე რეაგირება, მიუხედავად იმისა რომ  კომისიამ, აპარატს, ზარქუას  ერთ-ერთ რეკომენდაციის მომზადება და სხდომაზე გატანა რამდენჯერმე დაავალა.

ზარქუასა და თავაძეს შორის ამ საკითხზე წარმოქმნილი კამათის შემდეგ სემეკის თავმჯდომარე დაემუქრა ჟურნალის რედაქტორს რომ „სემეკის გარეთ გასცემდა პასუხს“.  

განცხადების ავტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებენ,  ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების უპასუხისმგებლო საქციელის ნებისმიერი ფაქტი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მარეგულირებელი კომისია  არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მოთხოვნას ადმინისტრაციული აქტების (გადაწყვეტილებების) ბეჭდვით ორგანოში სავალდებულო წესით გამოქვეყნების თაობაზე. ის ორ წელიწადზე მეტია, რაც დროულად არ აქვეყნებს თავის გადაწყვეტილებებს საკუთარ ვებგვერდზეც.

 http://media.ge/news_detailed.php?id_numb=514

 

ახალი ამბები