კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოში მოვაჭრეებმა ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყეს

9 მარტი, 2006

 სამეგრელოში მოვაჭრეებმა ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყეს

სამეგრელოს სამ რაიონში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში ამ წუთებში ასობით ბაზარში მოვაჭრეა შეკრებილი, რომლებიც ხელისუფლების მიერ საკონტროლო სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ. აქციები ბაზრებთან, ქალაქის ცენტრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების შენობებთან იმართება. ხობში აქციის მონაწილეებს უკვე შეუერთდა ახალი მემარჯვენეების ადგილობრივი ორგანიზაცია.

ჩვენი ინფორმაციით, მოვაჭრეების საპროტესტო აქციები სამივე რაიონში მთელი დღე გასტანს. მოვაჭრეები აქციებზე სამივე რაიონში სალარო აპარატების სიმბოლურად დაამტვრევას გეგმავენ გამგეობების წინ, რის შემდეგაც მოაწყობენ საპროტესტო მსვლელობებს.მოვაჭრეთა აქციებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განსაკუთრებული მომრავლება შეიმჩნევა, ხშირია აგრეთვე აქციებზე პოლიტიკური განცხადებებიც.

აქციებზე, რომლებიც სამივე რაიონში ხმაურით მიმდინარეობს სალარო აპარატების გაუქმების მოთხოვნის პარალელურად ისმის შეძახილები: „ჩვენ აგირჩიეთ, ჩვენ გადაგაყენებთ“, „ძირს მატყუარა მთავრობა“. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სამეგრელოში მოვაჭრეების მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები სალარო აპარატების პროტესტს კარგა ხანია გასცდა და მას პოლიტიკური  შეფერილობა შეეძინა.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები