კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი ბრალდებებს უარყოფს

9 მარტი, 2006

 შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი ბრალდებებს უარყოფს

შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი გორელი ქალბატონის იზო კარელიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. იზო კარელიძემ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც იგი ზურაბ არსოშვილს ფიზიკურ შეურაცყოფაში ადანაშაულებს. კარელიძის თქმით, ფინანსური პოლიციის უფროსმა კაბინეტის კარები მოუჯახუნა, მოქნეული კარები კი მას მოხვდა.

ზურაბ არსოშვილი იზო კარელიძეს „ავანტიურისტს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსაგვს დადგმულ პროვოკაციებზე არ წამოეგება. იზო კარელიძის მეუღლის მანქანა უკვე ერთი კვირაა გორის ტერმინალში აყენია. ამ მანქანიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაბანდული საქონელი ამოიღეს. კარელიძეები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს მანქანის გაძარცვასაც აბრალებენ.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები