კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს მიერ წარმოებული მოკვლევა ევროპაში დაკავების ფარული ცენტრებისა და პატიმართა საჰაერო გზით გადაყვანის შესახებ

13 მარტი, 2006

ევროპის საბჭოს მიერ წარმოებული მოკვლევა ევროპაში დაკავების ფარული ცენტრებისა და პატიმართა საჰაერო გზით გადაყვანის შესახებ 

გენერალური მდივნის წერილი დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით ეგზავნება 37 წევრ სახელმწიფოს

სტრასბურგი, 10.03.2006 - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტერი დევისის წერილი დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გაეგზავნა ორგანიზაციის 46 წევრ სახელმწიფოდან 37 მათგანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. აღნიშნულით გრძელდება ტერი დევისის მიერ წარმოებული მოკვლევა, დაკავშირებული წევრ სახელმწიფოთა შესაბამისობასთან ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან,  დაკავების ფარული ცენტრებისა და პატიმართა საჰაერო გზით გადაყვანის კონტექსტში.

ეს ქვეყნებია: ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი,  საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სან-მარინო, სერბია და მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, `იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია~, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. ალბანეთს შეტყობინება გაეგზავნა 22 თებერვალს.

საქმეში ჩართულ მთავრობებს ეთხოვათ გენერალური მდივნის მიერ 2005 წლის 25 ნოემბერს წამოწყებული მოკვლევისათვის მათ მიერ მიწოდებულ მასალებზე დამატებითი ინფორმაციის დართვა ან უფრო მეტი სიცხადე. საპასუხო გამოხმაურების ბოლო ვადად დადგენილია 7 აპრილი.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:

http://www.coe.int/T/F/Com/Dossiers/Evenements/2006-cia/

ახალი ამბები