კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ფოთის პოლიციის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

16 მარტი, 2006

სახალხო დამცველი ფოთის პოლიციის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

თბილისი.15.03.06.მედიანიუსი. „მას შემდეგ, რაც საქართველოს სახალხო დამცველი თავად გახდა ქალაქ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალთაყვის გზაჯვარედინთან პოლიციელთა უკანონო რეიდის თვითმხილველი, სახალხო დამცველის აპარატი ფოთის პოლიციის საქმიანობით დაინტერესდა და კანონის დარღვევისა და უფლებამოსილების გადაჭარბების დამადასტურებელი სხვა მრავალი ფაქტი მოიპოვა“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ფოთის პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა; კერძოდ, 2006 წლის 18 თებერვალს, გიორგი მოისწრაფიშვილი სპეცრაზმმა მალთაყვის პოსტთან გააჩერა. მოისწრაფიშვილმა პოლიციელებს მისი გაჩერების მოტივის ახსნა მოსთხოვა, რასაც სპეცრაზმელების მხრიდან მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. გიორგი მოისწრაფიშვილი ასფალტზე დააგდეს და მაგრად სცემეს, შემდეგ კი ფოთის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაზარალებული აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა ირაკლი ჯიქიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა კიდეც

თებერვლის ბოლოს, იმავე ადგილას ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ორი მე-10 კლასის მოსწავლე დააკავეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. სახალხო დამცველი, დაშინებული ბავშვებისა და მშობლების უსაფრთხოების მიზნით მათ გვარებს არ ასახელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს მოძიებული ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადასცეს და ფოთის პოლიციის თვითნებობისა და კანონდარღვევის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოიძიება მოითხოვოს.

ახალი ამბები