კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება

17 მარტი, 2006

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება


2006 წლის 15 მარტს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა მიიღო  წერილი, რომელსაც კახეთის რეგიონში მოქმედი დამოუკიდებელი მედია საშუალებების სახელით ხელს აწერენ  სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე, კახეთის რეგიონული გაზეთების „სპექტრისა“ და „კახეთის ხმის“ მთავარი რედაქტორები მაია ყალაბეგაშვილი და მაია მამულაშვილი. წერილში ზემოთჩამოთვლილი პირები ცენტრის კახეთის ფილიალის კოორდინატორ გელა მთივლიშვილს და კორესპონდენტს თელავის რაიონში ვერიკო კობიაშვილს „ფსევდო“ და „ე.წ. „დამოუკიდებელ“ მედიასაშუალებას ამოფარებულ ჟურნალისტებს უწოდებენ და დასძენენ, რომ კოორდინატორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს. „კოორდინატორის მიერ ცალმხრივად და არაობიექტურად შუქდება მოვლენები, რასაც ხშირად არაადექვატური რეაქცია მოჰყვება.  ...თქვენი ორგანიზაციის სახელს პირადი ინტერესებისათვის იყენებენ“- აღნიშნულია წერილში.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ უსაფუძვლო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და შეშფოთებას გამოთქვამს ე. წ. „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ, რომლითაც  გელა მთივლიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავედ არის წარმოდგენილი.

კერძოდ დასკვნაში, რომელიც, წერილის ავტორთა ინფორმაციით, მათი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ არის მომზადებული, ნათქვამია, რომ  გელა მთივლიშვილზე განხორციელებული ყველა თავდასხმა მისი და მისი ბიძაშვილის მიერ არის ორგანიზებული, რის დასტურადაც „მომკვლევთ“ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია, სხვა დაუსახელებელი დოკუმენტაცია და ანონიმური წყაროები მოჰყავთ. გარდა ამისა, საქართველოს მედია საბჭოსადმი გაგზავნილ დასკვნაში მოყვანილია გურჯაანის პროკურატურაში, ჟურნალისტის თავდასხმის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის „გაყინული“ გამოძიების მასალები, რაც მოქმედი კანონმდებლობით გამოძიების გარდა არავისთვის უნდა იყოს ცნობილი.  

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაუკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელსა და სახალხო დამცველის ოფისს. ანა დოლიძემ საგამოძიებო საქმიანობაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფში მონაწილეობას საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური იღებდა. ჩვენთან საუბარში ლელა ტალიურმა განაცხადა, რომ მას დასკვნაზე ხელი არ მოუწერია.

დასკვნის მიხედვით, საგამოძიებო ჯგუფმა მოიძია  ინფორმაცია, რომ  2005 წლის 22 ივნისს მომხდარი ინცინდენტი, კერძოდ, გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტი, ორი დღით ადრე რამდენიმე ინტერნეტ საიტზე ნიუსის სახით იყო გავრცელებული. ადამიანის უფლებათა ცენტრი  დაუკავშირდა გაზეთ „სპექტრის“ მთავარ რედაქტორს მაია ყალაბეგაშვილს, რომელსაც იმ ინტერნეტ საიტის მისამართის დასახელება მოთხოვა, სადაც ჟურნალისტის ცემის შესახებ ინფორმაცია ინციდენტამდე ორიდღით ადრე იყო გამოქვეყნებული. მაია ყალაბეგაშვილს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე დაუკავშირდა ომბუდსმენს. სოზარ სუბარის განცხადებით, იგი  საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არ იცნობს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას შეკვეთილს და ცილისმწამებლურს უწოდებს და საზოგადოებასა და შესაბამის სტრუქტურებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები