კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ ქარელის მოადგილე ჟურნალისტს ემუქრება

21 მარტი, 2006

მიხეილ ქარელის მოადგილე ჟურნალისტს ემუქრება

20 მარტს, ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” წარმომადგენელ საბა წიწიკაშვილს რწმუნებულ მიხეილ ქარელის მოადგილე თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში მარლენ ნადირაძე დაუკავშირდა, დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

20 მარტს საბა წიწიკაშვილმა ადგილობრივ გაზეთ ,,ხალხის გაზეთში” გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით ,,გუბერნატორის მოადგილეები გორის ნაციონალურ პარტიას აკომპლექტებენ”. სტატიაში საუბარია პარტიულ კრებაზე, სადაც გორის რაიონის საგანმანათლებო დაწესებულებების პედაგოგები და აღსაზრდელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად მიიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პედაგოგებს პარტიულ საკადრო პოლიტიკაში მიაღებინეს მონაწილეობა.

საბა წიწიკაშვილი 18 მარტს კომენტარისთვის დაუკავშირდა მარლენ ნადირაძეს. მან უხეშად მიმართა ჟურნალისტს, რომ კომენტარს არ აკეთებს და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.

საბა წიწიკაშვილის განცხადებით, მან მარლენ ნადირაძე რამდენიმე თვის წინაც ამხილა დანაშაულებრივ საქმიანობაში. მარლენ ნადირაძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფინანსური პოლიციის კუთვნილი იარაღის უკანონოდ გამოყენებაზე.

საქმე 2004 წლის სექტემბერში, გორთან მდებარე რესტორან ,,გუდაბერტიაში” მომხდარ ინციდენტს ეხება, სადაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას სროლა მოყვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. საბა წიწიკაშვილმა გამოძიების მასალების მიხედვით ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგ, გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” და ,,ხალხის გაზეთში” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ რესტორნის კუპიდან ამოღებული ტყვიის მასრები  იმ იარაღს ეკუთვნოდა, რომელიც მარლენ ნადირაძეს ეჭირა. მოწმეებიც ადასტურებენ, რომ მარლენ ნადირაძე იარაღს ისროდა. მარლენ ნადირაძე იმ დროს შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. იარაღი კი, რომელიც მას ეჭირა, ფინანსური პოლიციის ბალანსზე ირიცხებოდა. საქმეში ასევე დევს მასალა, რომ რესტორანში მომხდარი ინციდენტის დროს მარლენ ნადირაძეს უფლებამოსილება რამდენიმე დღის შეწყვეტილი ჰქონდა, რამაც უფრო დაუმძიმა ნადირაძეს დანაშაული, რადგან იგი უკვე სხვის კუთვნილ იარაღს უკანონოდ იყენებდა. საბა წიწიკაშვილი სტატიაში წერს, რომ ამ ფაქტის მერე მარლენ ნადირაძე დაუსჯელი დარჩა და მეტიც, რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა თავის მოადგილედ დანიშნა, რა თანამდებობაზეც ნადირაძე დღემდე იმყოფება.

21 მარტს საბა წიწიკაშვილმა წერილობით მიმართა სახალხო დამცველს და მუქარასთან დაკავშირებით რეაგირება მოსთხოვა. საბა წიწიკაშვილი ასევე ითხოვს სახალხო დამცველისგან მარლენ ნადირაძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესწავლას.

ახალი ამბები