კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპყრობილეში ნაცემი პატიმარი ცემის ფაქტს დღეს უკვე უარყოფს

23 მარტი, 2006

საპყრობილეში ნაცემი პატიმარი ცემის ფაქტს დღეს უკვე უარყოფს

თბილისი.23.03.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა #1 საპყრობილეში რამდენიმე დღის წინათ ნაცემი პატიმარი იაგო წიქვაძე მოინახულა. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა‚ რომ პატიმარი ცემის ფაქტს უარყოფს. "ბრალდებულ იაგო წიქვაძეს სახესა და ზურგზე მკაფიოდ ეტყობა ხელჯოხების კვალი. თუკი ორი დღის წინათ პატიმარი საუბრობდა‚ თუ ვინ განახორციელა მასზე ფიზიკური ზეწოლა‚ ახლა ამ ყველაფერს უარყოფს და აცხადებს‚ რომ ჩვენ ყველანი გარეთ გავალთ‚ ის კი ციხეში დარჩება...‚" - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ‚ პატიმარი იაგო წიქვაძე ისე იყო ნაცემი‚ რომ მან საკუთარი ხელით ახსნა-განმარტების დაწერაც ვერ შეძლო.

იაგო წიქვაძე ორი დღის წინ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში #1 საპყრობილის დირექტორს თემურ ტაბაღუას და ბადრაგის თანამშრომლებს ადანაშაულებდა.

სოზარ სუბარი იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს პატიმრის მონახულებისაკენ და მის საქმეში გარკვევისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები