კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

24 მარტი, 2006

არასამთავრობოები ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისი.24.03.06.მედიანიუსი. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის - ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან უპირობო გადადგომას მოითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართა სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა‚ გუშინ‚ დაახლოებით 21 საათისთვის‚ თბილისის #1 საპყრობილეში სპეცრაზმი შევიდა. მისმა წევრებმა პატიმრები სასტიკად სცემეს‚ რის შემდეგაც 50-ზე მეტი მათგანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

"როგორც გავარკვიეთ‚ ისინი მატარებლით ქუთაისის საპყრობილეში გადაუყვანიათ. უმრავლესობა სასტიკად არის ნაცემი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მოქმედებამ ბოლო პერიოდში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ჩვენი ინფორმაციით, ამას წინათ უშუალოდ ბაჩო ახალაიას მიერ იქნა ნაცემი პატიმარი ელგუჯა კიკაჩეიშვილი‚ რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია. პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა და დამცირება ყველა საპყრობილეში თითქმის ყოველდღიურად ხდება"‚- აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი თევზაძე კი აცხადებს‚ რომ ქუთაისში პატიმრებს კანონდარღვევით‚ ღამით გადაყვანის უკან "ფარული მიზანი იმალება". 

ადამიანის უფლებათა დამცველები საუბრობენ საპყრობილეებში პატიმრებისათვის პირადი ნივთების გამოძალვის ფაქტებზეც. გიორგი ლაღიძის თქმით‚ თვენახევრის წინათ‚ რუსთავის საპყრობილეში ვითომდა ჩხრეკის მიზნით სპეცრაზმი შეიყვანეს. ამ დროს პატიმარ თემურ ბიჭაშვილს ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამოგლიჯეს.

საპყრობილეებში პატიმრებისადმი უხეში და უკანონო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 28 მარტს იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა თანამდებობიდან ბაჩო ახალაიას გადადგომა იქნება.

ახალი ამბები