კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

27 მარტი, 2006

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

ბათუმის #3 საპყრობილეში, 6 თებერვალს პატიმარი სოსო ბერიძე გარდაიცვალა. ბერიძეს 10 წლის წინ, მოსკოვში გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. მორიგი ქირურგიული ჩარევა, ექიმების განცხადებით, 10 წლის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. 

59 წლის სოსო ბერიძეს მორიგი ოპერაცია იანვრის თვეში უნდა გაეკეთებინა. ოჯახის წევრების განცხადებით, საპყრობილის ხელმძღვანელობამ მათ ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცა. „მამის თავდებით გამოშვებას ვთხოვდი, ოპერაციას გავუკეთებდით და ისევე დავაბრუნებდით“, - აღნიშნა გარდაცვლილის შვილმა, რამაზ ბერიძემ.

ოპერაციის აუცილებლობის დასამტკიცებლად, ავადმყოფობის ისტორიიდან ამონაწერი მოსკოვის იმ საავადმყოფოდანაც გამოაგზავნინეს, სადაც ოპერაცია პირველად გაუკეთდა.

ბერიძეს სამედიცინო ექსპერტიზაც გაუკეთეს. თუმცა, ექსპერტმა ოჯახისაგან თანხა მოითხოვა სწორი დიაგნოზისთვის. „ექსპერტმა მურმან კვაჭაძემ გვითხრა, რომ 500 დოლარი მოიტანეთ და სწორ დიაგნოზს დაგიწერთო. ფული მაშინვე ვერ ვიშოვეთ. ამიტომაც მანქანის დატოვება შევთავაზე. ამაზე მითხრა - ექვსნი ვართ და როგორ გავიყოთ მანქანაო. ორშაბათს უკვე ასეთი დასკვნა ჰქონდა დაწერილი: პაციენტი არის სრულიად ჯანმრთელი და ექვემდებარება პატიმრობას“, - აღნიშნა გარდაცვლილის სიძემ, ბადრი ასამბაძემ.

საპყრობილის უფროსის მოადგილე იური ჯირკვალიანი ტყუილს უწოდებს ბერიძის ოჯახის წევრების განცხადებას და აღნიშნავს: „ჩვენ, პირიქით, ხელს შევუწყობდით,  ოპერაცია რომ გაეკეთებიათ,  მაგრამ თვითონ მათ არ ჰქონდათ ოპერაციისათვის საჭირო თანხა“.

ბერიძეების განცხადებას უარყოფს ექსპერტიც. მურმან კვაჭაძის განცხადებით, „დასკვნა ჩვენ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე გავაკეთეთ. რა გაყალბებაზე ან ქრთამზეა საუბარი, ჩემთვის გაუგებარია“.

სოსო ბერიძე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით 2004 წლის ნოემბერში დააკავეს. მას 8 წელი და 2 თვე ჰქონდა მისჯილი.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები