კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო აბიტურიენტთა საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

28 მარტი, 2006

სასამართლო აბიტურიენტთა საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

თბილისი.28.03.06.მედიანიუსი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას  იმ სამი აბიტურიენტის საქმეზე, რომლებიც 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სიაში აღდგენას ითხოვენ. ლაპარაკია გვანცა ნაროზაულზე, თეონა კიკნაძესა და თამარ მაისურაძეზე.

მათ სარჩელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შეიტანეს. მათ ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციები: "სტუდენტური ალტერნატივა" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავენ.

როგორც "მედიანიუსს" "სტუდენტური ალტერნატივას" ხელმძღვანელმა ლაშა ბლიაძემ განუცხადა, ეს აბიტურიენტები, დანარჩენ 68 აბიტურიენტთან ერთად, ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულთა სიაში მოხვდნენ. თუმცა, შემდეგ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა მათი გვარები სიიდან გაურკვეველი მიზეზით ამოიღო. როგორც ცენტრში აცხადებენ, ჩარიცხულთა სიაში ისინი ტექნიკური შეცდომის გამო მოხვდნენ. ასეთმა პასუხმა აბიტურიენტები არ დააკმაყოფილა. 71-დან სამმა აბიტურიენტმა კი სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2005 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

"იმედია, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩაგრულ აბიტურიენტებს უფლებების დაცვას ზემდგომ ინსტანციებში გავაგრძელებთ", - განაცხადა ლაშა ბლიაძემ.

ახალი ამბები