კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი დააპატიმრეს

29 მარტი, 2006


ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი დააპატიმრეს  
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი, 1958 წელს დაბადებული სიმონ კილაძე დააპატიმრეს  ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის  ბრალდებით.

კილაძის ფუნქციებში უცხოეთის  საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგი შედიოდა.

შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  28 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა, რომ  სიმონ კილაძე, 2004 წლიდან, სისტემატურად აწვდიდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტზე, ქვეყნის აღმსარულებელი და უმაღლესი საკანონმდებლო  ორგანოს ხელმძღვანელებზე, სახელმწიფო დელეგაციების ვიზიტების, შემდგარი შეხვედრების, ამ შეხვედრებზე განხილული საკითხების და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობიოს შემცველ ინფორმაციას. კილაძე ინფორმაციებს გადასცემდა კონსპირაციულად, ელექტრონული და საერთაშორისო ფოსტის გამოყენებით, ამასთან, ხშირად,   პირადად ახდენდა უცხო ქვეყანაში ინფორმაციის გადატანას.

მინისტრის ვარაუდით კილაძეს დამკვეთებმა, საერთო ჯამში, სულ ცოტა,   20 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა გადაუხადეს, ოფიციალურა საბანკო გადარიცხვებით, თუმცა, იგი, დღემდე,  ოჯახთან ერთად  ქირით ცხოვრობს ერთ ოთახიან ბინაში.

მერაბიშვილის თქმით, კილაძეს  პასუხისგებაში მისცემენ.
მისივე განცხადებით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას იმ არხების დასაზუსტებლად და გამოსავლენად, რომელსაც კილაძე იყენებდა ინფორმაციების გადასაცემად, თუმცა, მინისტრმა თავი შეიკავა  ამ ინფორმაციების  დამკვეთი სახელმწიფოს დასახელებისაგან.


წყარო: media.ge 

ახალი ამბები