კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის კომუნალური სამსახური ხალხს არ უსმენს

31 მარტი, 2006

ზუგდიდის კომუნალური სამსახური ხალხს არ უსმენს

ზუგდიდში, საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები შეიკრიბნენ და ზუგდიდის კომუნალური სამსახურისაგან ამ ტერიტორიაზე მდებარე ხეების მოწესრიგება მოითხოვეს. მოვაჭრეების განცხადებით, ავდრის დროს დაზიანებული ასწლოვანი ხეები მათ სიცოცხლეს ყოველდღე უქმნის საფრთხეს: „არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ ხეებს ტოტები წარა-მარა ტყდება და ელექტროსადენებს აზიანებს; ხეების გადატეხილი ტოტები ჩვენი ჯიხურების ზევითაა განლაგებული და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოტყდეს. ერთ-ერთი ხე შუაზეა გადახლეჩილი. კომუნალურში მაშინ მოგვხედავენ, როცა ტოტები ძირს მოგვიყოლებს“,- აცხადებს როზა კუხალეიშვილი.
  
მოვაჭრეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ზუგდიდის კომუნალური სამსახურის უფროსს, ნუგზარ მალაშხიას, მაგრამ მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს: „ორი თვეა ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. თვითონ ვერ გვშველიან და რომ შევთავაზეთ, ჩვენ მივხედავთთქო, ისტორიული მნიშვნელობის ხეებია და თვითნებობისთვის დაისჯებითო, გვიპასუხეს. თუ ამ  ხეების ისტორიული მნიშვნელობა იციან, რატომ არ უვლიან, მის მოწესრიგებაზე რატომ არ ზრუნავენ?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ბაზრის თანამშრომელი ნოდარ კვარაცხელია და ოცდახუთი მოვაჭრის მიერ ხელმოწერილ წერილს გვიჩვენებს, რომლის ადრესატიც ზუგდიდის  რაიონის გამგეობაა.
  
წერილის კვალდაკვალ ვარკვევთ, რომ რაიონის გამგეობა წერილს ქალაქის გამგეობას აწერს და რეაგირებისათვის ქალაქის მერს უგზავნის. ზუგდიდის მერიაში წერილის მიღებიდან უკვე ერთი კვირა გადის, ხოლო საკითხი ისევ რეაგირების გარეშე რჩება. მოვაჭრეები კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. უშუალო ადრესატთან დაკავშირებას ჩვენც ვერ ვახერხებთ, რადგან მალაშხიას ტელეფონი დუმს, როგორც ყოველთვის.

მაია ღუბელაძე

ახალი ამბები