კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში, გაზეთ “იმედის” გამოცემა შეწყდა

31 მარტი, 2006

კახეთში, გაზეთ “იმედის” გამოცემა შეწყდა

ბოლო ორი კვირაა, კახეთის რეგიონული გაზეთი „იმედი“ აღარ გამოცემულა. ყოველკვირეული, დამოუკიდებელი გამოცემის შეწყვეტის მიზეზად გაზეთის რედაქციაში გაზეთის მთავარი რედაქტორის გელა მთივლიშვილის თანამდებობიდან წასვლას ასახელებენ.

მცირე ხნით ადრე, ზეწოლის შედეგად სამსახურიდან წავიდა გაზეთის დამკაბადონებელი, რის გამოც გაზეთის ბოლო ნომრებს რედაქტორი თავად აწყობდა, რადგან, რაიონში მომუშავე დიზაინერებმა „იმედის“ აწყობა-დაკაბადონებაზე, მაღალი გასამრჯელოს შეთავაზების მიუხედავადაც კი, კატეგორიული უარი განაცხადეს.

„.ძლიერი ზეწოლების, გაზეთის ჟურნალისტთა დევნისა და შანტაჟის შემდეგ, რომელიც დღესაც გრძელდება, უბრალოდ შესვენებაც გვჭირდება... აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და გაზეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენი ჟურნალისტებისათვის კომენტარების მიცემაზე უარს აცხადებენ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, აკრძალულია ჩვენთან რეკლამა, გაზეთის გამოწერა და ა.შ. გაზეთს აქვს დისტრიბუციის საკუთარი სამსახური, თუმცა გაზეთის გავრცელებას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომდგენლები პრობლემებს უქმნიდნენ. კერძოდ, გუბერნატორის მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე მაღაზიების მფლობელებს აიძულებდა გაზეთი „იმედი“ სარეალიზაციოდ არ მიეღოთ. გარდა ამისა, პირველ აპრილს უნდა გამოსულიყო გაზეთ „იმედის“ ყოველთვიური გამოცემა „კრიმინალური კახეთი“, რომელიც დასაბეჭდად გამზადებულია, მაგრამ მისი გამოშვებაც ჯერ-ჯერობით შეწყდა. წინასწარი ინფორმაციით, გაზეთ „იმედის“ გამოცემა აპრილის შუა რიცხვებიდან აღდგება, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი“,- განაცხადა გაზეთ „იმედის“ რედაქტორის მოადგილემ მარინა გოგოლაძემ და ისიც დასძინა, რომ კონკრეტულად მას, გუშინ, ლაგოდეხის რაიონის გამგებლმა ინფორმაციის გაცემაზე კატეგორიული უარი უთხრა. „გამგებელმა თამაზ გოძიაშვილმა, პრესმდივნის მეშვეობით შემომითვალა, რომ არცერთ პრობლემატურ საკითხზე გაზეთ „იმედის“ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ სურს, სხვა მედია საშუალებების წარმომდგენლებთან კი სიამოვნებით ისაუბრებს. მისივე თქმით, გაზეთი „იმედი“ დახურულა, რის შესახებაც გამგებლისთვის თელავში გამართულ შეხვედრაზე უცნობებიათ“,- აღნიშნავს მარინა გოგოლაძე.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა განუცხადა, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. გარდა ამისა, ჩემს წინააღმდეგ სასამართლოებში სარჩელებს განიხილავენ. პრაქტიკულად, დრო არ მრჩება, რომ გაზეთს ვუხელმძღვანელო. ეს გადაწყვეტილებაც ამის გამო მივიღე“,- აღნიშნა გელა მთივლიშვილმა, თუმცა იგი არ აპირებს ჟურნალისტური მოღვაწეობის შეწყვეტას.
 
ბოლო ინფორმაციით, გაზეთ „იმედის“ კორესპონდენტი ინგა შიოლაშვილი, რომელიც ამავე დროს დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობაშიც მუშაობდა, სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ იგი გასულ კვირას გაზეთ „იმედის“ ჟურნალისტთა მიერ გურჯაანში, რაიონული გამგეობის შენობის წინ, თავისუფალი სიტყვის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას დაესწრო.

ახალი ამბები