კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს ოფისის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ციხეში მომხდარ ძალადობის ინციდენტზე

3 აპრილი, 2006

ეუთოს ოფისის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ციხეში მომხდარ ძალადობის ინციდენტზე

31 მარტი, 2006. ტაშკენტი. ეუთო 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის  მეხუთე საპყრობილეში მომხდარ ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას საქმის ობიექტურ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუჩი 27 მარტს მეხუთე საპყრობილეში მომხდარ ფაქტს „ძალადობრივ ინციდენტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეუთო სინანულს გამოთქვამს შვიდი პატიმრის გარდაცვალების, სხვა პატიმრებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების დაჭრის გამო.

დე გუჩის თქმით, ინციდენტის თაობაზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც გაურკვევლობას ბადებდა. ეუთოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიების წარმოება, რათა დადგინდეს, მართლა მთავრობის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებამ გამოიწვია თუ არა დიდი რაოდენობის მსხვერპლი.

http://www.osce.org/item/18578.html

ახალი ამბები