კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენ ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თელავში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

4 აპრილი, 2006

ბიზნესმენ ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თელავში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, თელავის რაიონის სოფლებიდან, ისევე როგორც ახმეტის და გურჯაანის რაიონებიდან, თელავში ასეულობით ადამიანი ჩამოვიდა და თელავის სახელმწიფო თეატრის წინ საპროტესტო აქცია გამართა. “შეწყდეს უკანონო დაპატიმრებები!” “დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან ლუკა რამაზაშვილი!”- ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები თელავის თეატრის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ, მოგვიანებით კი რაიონის გამგეობის შენობის წინ გადაინაცვლეს.
 
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ მესხის განცხადებით, „დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია. თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს მოქალაქეების უკანონოდ დაპატიმრებებს, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ და თუ საჭირო გახდა, თბილისშიც ჩავალთ...”
 
აქციას ბიზნესმენ ლუკა რამაზაშვილის დედა, მარიამ არჩემაშვილიც ესწრება. იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს და მათ ლუკა რამაზაშვილის წარსულს ახსენებს: „თხოვნით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ვანო მერაბიშვილს, რომ ჩემი შვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული, ის ბინძურ ჭორებს ემსხვერპლა. საქრთველოს ბევრი არ ჰყავს ისეთი პატრიოტი, როგორიც ლუკაა, ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას უჭირდა. წინა ხელისუფლება მას სდევნიდა, მისი ლიკვიდაციაც კი იყო დაგეგმილი, ეხლა გამოდის, რომ ეს ხელისუფლებაც სდევნის...”

ადგილობრივი ხელისუფლება აქციას შორიახლოდან აკვირდება და კომენტარს არ აკეთებს. თელავის რაიონის გამგეობას საგანგებოდ მობილიზებული პატრული იცავს.
 

მედიისთვის კომენტარი კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ, ვაჟა მაღრაძემ გააკეთა. ან განაცხადა, რომლუკა რამაზაშვილს ბრალად ორი დანაშაული ედება: სახელმწიფო ქონების მიტაცება და 1998 წელს ჩადენილი ყაჩაღობა. ის ბეტონის სამშენებლო ფილები, რომელიც რამაზაშვილმა მიითვისა, სახელმწიფოს საკუთრება იყო და არა გელა ნინიაშვილის. რაც შეეხება ყაჩაღობას, მან 1998 წელს დააყაჩაღა მოქალაქე და მისგან 7000 სული ცხვარი წაიყვანა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ამდენად, ამ ორივე დანაშაულისთვის სასამართლო რას მიუსჯის, ჯერ ვერ გეტყვით".

  

საღამოს ოთხი საათისთვის აქცია დაიშალა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობით შეურაცხყოფილი ადამიანები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ბრძოლას მანამდე გააგრძელებენ, სანამ ხელისუფლება ლუკა რამაზაშვილს არ გაათავისუფლებს.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები