კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორის მონიტორინგი ჩაატარეს

5 აპრილი, 2006

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორის მონიტორინგი ჩაატარეს

თბილისი.04.04.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 3 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის მონიტორინგი ჩაატარეს და აღმოაჩინეს სამი დაკავებული, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას დაკავებულმა ალექსანდრე როსტიაშვილმა უთხრა, რომ იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებისას სცემეს. პაატა ცერცვაძის თქმით კი, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინეს.

კაზო კვირკვიას განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები გლდან-ნაძალადევის შს მეორე განყოფილებაში მიაყენეს. ამასთან როსტიაშვილს და ცერცვაძეს არ განემარტათ მათი, როგორც დაკავებულის უფლებები, ხოლო კვირკვიას არ მისცეს ტელეფონით სარგებლობის საშუალება.

სახალხო დამცველის აპარატმა მოპოვებული მასალები თბილისის პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს თამარ თომაშვილსა და შსს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი კიკნაძეს გაუგზავნა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება სთხოვა.

ახალი ამბები