კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჯეოსელის“ დღეები სამეგრელოში მარტვილის მოსახლეობის აქციების ფონზე მიმდინარეობს

7 აპრილი, 2006

„ჯეოსელის“ დღეები სამეგრელოში მარტვილის მოსახლეობის აქციების ფონზე მიმდინარეობს

ერთი კვირაა მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის მოსახლეობა „ჯეოსელის“ ანძის სოფელში დადგმის წინააღმდეგ გამოდის და ამ მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე გადაკეტეს მარტვილი-თბილისის ცენტრალური გზა, დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვეს და მათი მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის შემდეგ ცხენისწყლის ხიდის პიკეტირებაც მოაწყვეს. აქციის მონაწილეების დაშლა მარტვილის პოლიციამ ძალისმიერი ხერხებითაც სცადა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გუშინ პოლიციელებმა მათ ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს.

„ვინაობას შეგნებულად არ გიმხელთ, რადგან ვიცი, რომ ამის მერე ცემასაც არ მაკმარებენ. მე კი ოჯახი მყავს. პოლიცია ქალებს დაგვერია, გვიჯიკავა, გვემუქრა, გზის გადაკეტვა არ გაბედოთო. თქვენი შვილების ჯანმრთელობას რომ საშიშროება ემუქრებოდეს, რას იზამდით?“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მათივე განცხადებით, „ჯეოსელის“ წარმომადგენლები, აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, მათ ადგილობრივი სკოლის შენიბისა და კლას-კაბინეტების გარემონტებას შეჰპირდნენ: „გვითხრეს ოთხი ათასი ლარის სამუშაოებს ჩავატარებთო. ჩემს ბავშვს თუ ჯანმრთელობა შეერყა, გარემონტებული სკოლა რაში გვჭირდება?’’

მოსახლეობის შეშფოთებას განსაკუთრებით ის იწვევს, რომ ანძის დამონტაჟება სოფლის მოსახლეობის ყველაზე კომპაქტური დასახლების ადგილას, სკოლისა და საჯარო დანიშნულების ობიექტების სიახლოვეს იგეგმება; და ეს მაშინ, როცა „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა მათთვის სანეპიდსადგურის გადაწყვეტილების გარდა, ვერანაირი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ შეძლეს. მათი განცხადებითვე, არ არსებობს  დოკუმენტაცია, რომელიც მოსახლეობას ანძის უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

სოფელ ხუნწის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ანძის მიერ გამოსხივებული ელექტრო მაგნიტური ტალღები არ იფილტრება და სიცოცხლისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს.
   
მოსახლეობის ეჭვებს ანძის მავნებლობის შესახებ ისიც აძლიერებს, რომ მარტვილის პროკურორმა „ჯეოსელის“ თანამშრომლებს ანძის დამონტაჟებისათვის, შესაბამისი ნებართვის გაცემაზე უარი დოკუმენტაციის არასაკმარისობისა და სპეციალური დასკვნის არარსებობის მოტივით უთხრა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალური ტელევიზიების რეგიონულ კორესპონდენტებს ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებენ: „კორესპონდენტებს თავად ვუკავშირდებით და ისინი სხვადასხვა მოზეზებით არ მოდიან. მეტი რაღა უნდა მოხდეს - დაგვარბიეს, გვაშინებენ, მთელი სოფელი ფეხზე დგას, ჩვენი პრობლემები რატომ არ ხდება საზოგადოებისათვის ცნობილი?“
  
დღეს აქციის მონაწილეები რაიონის პარლამენტართან ფრიდონ რუხაიასთან შეხვედრას გეგმავენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი პრობლემის გადაწყვეტის იმედი ნაკლებად აქვთ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები