კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ახალი შრომის კანონთა კოდექსის მიღებას აპირებს

10 აპრილი, 2006

ხელისუფლება ახალი შრომის კანონთა კოდექსის მიღებას აპირებს

თბილისი.07.04.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე შრომის კანონთა კოდექსის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს შრომის‚ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო‚  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი‚ არასამთავრობო ორგანიზაციები‚ მასში ჩართული იყო ასევე ქართულ-ევროპული სამართლის ცენტრი (ჯეპლაკი).

პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას მისი ძირითადი პრინციპები გააცნო. ბეჟაშვილის თქმით, დღეს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსი გასული საუკუნის 70-იან წლებშია მიღებული. ამდენად, იგი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

ლევან ბეჟაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი უაღრესად ლიბერალურია და მხარეებს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი ნოვაცია  ახალ კანონპროექტში არის ის‚ რომ ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 14 წლის ასაკიდან. დღეს მოქმედი კოდექსით კი ეს ასაკი 16 წლით არის განსაზღვრული. ასევე‚ აკრძალულია შრომითი ხელშეკრულების დადება არასრულწლოვანთან‚  ორსულ ან მეძუძურ ქალთან‚ მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე.

ახალი კოდექსის პროექტით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი და ან ზეპირი ფორმით‚ რაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. დღეს მოქმედი კოდექსი კი‚ ხელშეკრულების მხოლოდ წერილობით ფორმას ითვალისწინებს. სამუშაოზე მიღების კანდიდატთა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს ექვსი თვით იდება. დამქირავებელს უფლება აქვს‚ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს კანდიდატს შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დაქირავებულის შრომის ანაზღაურება ხდება ნამუშევერი დროის შესაბამისად. სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს‚ ამასთან‚ მხარეებს ეძლევათ უფლება, განსაზღვრონ სხვა ვადებიც.

დაუშვებელია არასრულწლოვანის, ასევე ორსული‚ ახლად ნამშობიარევი ან მეძუძური ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება ღამის სამუშაოზე‚ ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელისა - მისი თანხმობის გარეშე.

ახალი კოდექსითვე ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მინიმალური ხანგრძლივობა წელიწადში 24 სამუშაო დღით‚ ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულების მინიმალური ხანგრძლივობა წელიწადში 15 კალენდარული დღით განისაზღვრება;

დაქირავებულს ორსულობის‚ მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ეძლევა შვებულება 477 კალენდარული დღით. აქედან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე‚ ხოლო მშობიარობის გართულების‚ ან ტყუპებით მშობიარობის შემთხვევაში  - 140 კალენდარული დღე. დღეს ეს კანონპროექტის პრინციპების დონეზე განხილვა გაიმართა‚ ამის შემდგომ კი მას პარლამენტში მუხლობრივად განიხილავენ.

ახალი ამბები