კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში პრობაციის სამსახურის ოფიცერი დააკავეს

14 აპრილი, 2006

კახეთში პრობაციის სამსახურის ოფიცერი დააკავეს

გუშინ, 11 საათზე, ქ. გურჯაანში, საკუთარ სამუშაო ოთახში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრობაციის ადგილობრივი სამსახურის ოფიცერი, 27 წლის გიორგი ლეგაშვილი „ქრთამის აღების ფაქტზე“ დააკავეს.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ალექსანდრე გეთიაშვილმა პრობაციის გურჯაანის ბიუროს 10:50-სთ-ზე მიმართა განცხადებით, სადაც აღწერილია, რომ იგი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა პრობაციის ბიუროში გამოცხადებას. განმცხადებელი ბიუროს ოფიცერს გიორგი ლეგაშვილს სთხოვდა მისთვის აღნიშნულზე თანხმობა მიეცა და გაცდენილი ვადა საპატიოდ ჩაეთვალა. გეთიაშვილსა და ლეგაშვილს შორის გამართულ საუბარს ესწრებოდა მოქალაქე ზურა აბელოვი. მისი თქმით, ალექსანდრე გეთიაშვილმა განცხადება მაგიდაზე დატოვა და მის ქვეშ ქაღალდის ფულიც შეაცურა. მოწმე აბელოვი აცხადებს, რომ გეთიაშვილმა აღნიშნულის შემდეგ პრობაციის ოფიცერის სამუშაო ოთახი სასწრაფოდ დატოვა. „როგორც ეს მოხდა, გეთიაშვილი მაშინვე გარეთ გავარდა. გიორგი გამოეკიდა, ეძახოდა, რას შვრები ბიჭო, ხომ არ გაგიჟდიო, მაგრამ გიორგი ოთახიდან გასულიც არ იყო, ოთახში ოთხნი შემოვიდნენ და უთხრეს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ვართო. ფაქტობრივად, გიორგისთან ერთად რამდენიმე საათის მანძილზე მეც ოთახში ვიყავი გამოკეტილი“,- აცხადებს აბელოვი ჩვენთან საუბარში. 
 
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაკავებული გიორგი ლეგაშვილი თბილისში 15 საათისთვის გადაიყვანეს.

როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, ლეგაშვილის დაკავება შს-ს კიდევ ერთი „ღონისძიებაა”, სამართალდამცავთა ქმედუნარიანობაში დასარწმუნებლად. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე გეთიაშვილი, რომელმაც დაკავებულს „ქრთამი მისცა“, მსგავს „საქმიანობაში“ ხშირად არის ჩართული და სამართალდამცავთა დაკვეთებს ასრულებს.

გიორგი ლეგაშვილის ახლობლები დახმარებას ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს სთხოვენ.

პრობაციის სამსახურის ოფიცერის დაკავებასთან დაკავშირებით, შს სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები