კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკელები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

17 აპრილი, 2006

რესპუბლიკელები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

თბილისი.14.04.06.მედიანიუსი. პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტისა“ და რესპუბლიკური პარტიის წევრების თქმით‚  სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი‚ რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს‚ ადვოკატის ფუნქციებს საბოლოოდ აკნინებს და ქვეყანაში სამართლებრივ სივრცეს სპობს.

დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა‚ რომ არსებული ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება 627-ჯერ შევიდა, აღნიშნული ცვლილებები კი 172-ზე შესწორდა.

ხიდაშელის თქმით‚ განსაკუთრებით მიუღებელია ცვლილებების ბოლო პროექტი.

„აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ადვოკატმა პროცესზე ხუთი წუთი რომ დააგვიანოს‚ სასამართლო ბრალდებულს დამცველს უნიშნავს‚ შემდეგ კი ადვოკატთან ერთად სასამართლოს მიერ დანიშნული დამცველი მუდმივად უნდა ფიგურირებდეს საქმეში. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას‚ რომ სასამართლოს მიერ დანიშნული დამცველი პროკურატურასთან ამბის მიმტანი იქნება‚“ - თქვა ხიდაშელმა.

მისივე აზრით‚ ასევე მიუღებელია ის მუხლი‚ რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შუამდგომლობის განხილვა შეუძლია მხარეების დაუსწრებლად და გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეს დეპეშით აცნობებს.

რესპუბლიკელების ინფორმაციით, ადვოკატები აღშფოთებული არიან და სასამართლო პროცესებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.

თავის მხრივ ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა თემურ ნერგაძემ აღნიშნა‚ რომ დამატებებისა და ცვლილებების პროექტი უკანონოდ გადის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად‚ რადგან მას არ გაუვლია შესაბამისი პროცედურები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

ახალი ამბები