კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში სოციალური დახმარებების იმედი ქალაქისა და რაიონის გამგეობებს შორის იკარგება

28 აპრილი, 2006

ზუგდიდში სოციალური დახმარებების იმედი ქალაქისა და რაიონის გამგეობებს შორის იკარგება

ორ თვეზე მეტია ზუგდიდელი სოციალურად დაუცველი ადამიანები ადგილობრივი ხელისუფლების მოსაცდელებში ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების იმედით, დროს უქმად კარგავენ. რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათი სოციალური პაკეტის რესურსიც ამოწურვადია, რადგან უკვე 9660 ადამიანს დაეხმარნენ. ისინი ხელს ქალაქის გამგეობისაკენ იშვერენ და მათთან დახმარების მისაღებად მისულ ქალაქის მკვიდრ უმწეოებს აკვალიანებენ, რომ ქალაქის გამგეობა ვალდებულია მათ დასახმარებლად მატერიალური რესურსი ქალაქის გამგეობაში მოიძიოს.

რაც შეეხება ქალაქის გამგეობას, დახმარების მთხოვნელთა აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აქ დახმარების მიღების იმედი თითქმის არ არის, რადგან აქ მათ ცალსახად უცხადებენ, რომ სოციალური დახმარებებისათვის თანხები არა აქვთ. დახმარებების მთხოვნელი უმწეოების რიცხვი, მიუხედავად ასეთი ვითარებისა მაინც არ მცირდება: „მეორედ მოვედი მიღებაზე და ამჯერად გამიმართლა. 75 წლის კაცი დახმარებას რომ მოითხოვ და ამ დახმარების იმედით 14 კილომეტრს ფეხით გაივლი, მერე მიხვდები, ბაბუ, რას ნიშნავს ჩემთვის ეს 50 ლარი“,- ამბობს ვახტანგ ხარბედია და რაიონის გამგეობიდან ბაზარში მიიჩქარის.

მისგან განსხვავებით, 65 წლის რაისა დაგარგულია უკვე თვეზე მეტია დახმარებას ხან რაიონის, ხანაც კი ქალაქის გამგეობების მისაღებებში ეძებს და დღემდე ვერ მიუღია, როგორც ამბობს, დახმარებას არც არავინ ჰპირდება: „მეც სხვებივით მიჭირს. პატრონი არავინ მყავს და მომხედავი. წამლებიც ვერ მიყიდია. სახელმწიფოს ჩემნაირი ხალხი აღარ ჭირდება. თუ დახმარებას იძლევიან და მეკუთვნის, სხვა თუ იღებს მე რატომ არ მაძლევენ? ეს ხომ უსამართლობაა“.
   
პარასკევობით გამგეობებში ასეთი დახმარების მიღების უმცირესი შანსის მიუხედავად 20-30 ადამიანზე მეტი ყოველთვის იცდის და იშვიათ შემთხვევაში მიღებული ფულადი დახმარებით, რაც 30-დან 50 ლარამდეა, შიმშილს დაახლოებით ერთი თვით გაურბის.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები