კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიზანმიმართულად აკოტრებენ

28 აპრილი, 2006

ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიზანმიმართულად აკოტრებენ

ზუგდიდის მთავარი ღირშესანიშნაობის - ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გუშინ მუშაობა შეწყვიტეს და კულტურის სამინისტროს თანამშრომელთა ექვსთვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვა მოსთხოვეს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამინისტროს მხრიდან მათი კუთვნილი თანხების გაცემის დაგვიანების გამო და დასძენენ, რომ კულტურის სამინისტროს მათი ხელფასების დაკავების საფუძველი არ გააჩნია. ამ ფაქტს ისინი მუზეუმის თანამშრომელთა სამსახურიდან წასვლის იძულებად აღიქვამენ და ეჭვობენ, რომ ზუგდიდის დადიანისეულ სასახლეებს ხელისუფლება წინანდლის მსგავსად, გასხვისებისათვის ამზადებს. ამ თემაზე მუზეუმის თანამშრომლები  ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ და მხოლოდ გაუცემელ ხელფასებს აპროტესტებენ; თუმცა არ ერიდებიან იმის განცხადებას, რომ კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მუზეუმის რემონტისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფა, ფინანსების მოძიება. ყოველი საათი კი მუზეუმის ფონდსაცავის იშვიათ ექსპონატებს გამოუსწორებელ დაღს ასვამს, რადგან მუზეუმის უიშვიათესი ექსპონატები დღემდე შეუფერებელ გარემოში, უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახება; მეტიც, მათი უმეტესობა ფონდსაცავში პირდაპირ იატაკზეა დაწყობილი.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები