კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის #7 საპყრობილეში დაცვის უფლება შეზღუდეს

28 აპრილი, 2006

თბილისის #7 საპყრობილეში დაცვის უფლება შეზღუდეს

თბილისი.27.04.06.მედიანიუსი. დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ადვოკატებმა შეატყობინეს, რომ მათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის #7 საპყრობილეში მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.

ვითარების გასარკვევად მისულ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს #7 საპყრობილის ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ მიმდინარეობდა საკნებისა და პატიმრების შემოწმება და შემოწმების დამთავრებამდე ადვოკატების პატიმრებთან შეხვედრა შეჩერებული იყო.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, საპყრობილის ადმინისტრაციის ზემოაღნიშნული ქმედებით დაირღვა პატიმრის დამცველთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

„რა თქმა უნდა, პატიმრებისა და საკნების შემოწმება ლეგიტიმური პროცესია, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება და ამგვარი შემოწმების დროსაც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნას ადვოკატის შეხვედრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან“, _ აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

ახალი ამბები