კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციას შრომის კოდექსის პროექტი არ მოსწონს

1 მაისი, 2006

ოპოზიციას შრომის კოდექსის პროექტი არ მოსწონს

თბილისი.30.04.06.მედიანიუსი. საპარლამენტო ოპოზიციისთვის შრომის კოდექსის პროექტი მიუღებელია. აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით პარლამენტს პლენარულმა სხდომამ უკვე განიხილა და მომდევნო კვირას მასზე მუშაობა კომიტეტებში გაგრძელდება.

როგორც ”მედიანიუსს” ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის" წევრმა დავით საგანელიძემ უთხრა, შრომის კოდექსის პროექტის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ის დაქირავებულისა და დამქირავებლის შრომით ურთიერთობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არეგულირებს.

"დაქირავებულს მუდმივად არასტაბილურ გარემოში მოუწევს მუშაობა. შრომის კოდექსის ახალი ვარიანტი მას ზღუდავს და არ აძლევს მოქმედებისა და სიტყვის თავისუფლების საშუალებას,” - აღნიშნა საგანელიძემ.

ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის” წევრს ასევე მიუღებლად მიაჩნია კოდექსის პროექტის ის მუხლი, რომელიც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასეთი ტიპის ხელშეკრულების დარღვევისას, დაქირავებულს საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვა გაუჭირდება.

"ეს რაც შეეხება პრინციპულ შენიშვნებს, თორემ მუხლობრივად კოდექსის პროექტში იმდენი სისულელეა ჩაწერილი, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს,” - თქვა საგანელიძემ.   

ახალი ამბები