კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციის განყოფილებებში დარღვევები აღმოაჩინა

1 მაისი, 2006

სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციის განყოფილებებში დარღვევები აღმოაჩინა

თბილისი..28.04.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველის აპარატი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის განყოფილებებისა და დროებითი მოთავსების საკნების მონიტორინგს განაგრძობს.

დასავლეთ საქართველოში მონიტორინგი ჩატარდა ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ქუთაისსა და ზესტაფონში. აღმოსავლეთ საქართველოში შემოწმდა მარნეულის, დმანისისა და ბოლნისის პოლიციის ობიექტები. პარალელურად მუდმივად მოწმდება ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა თბილისის პოლიციის განყოფილებებში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ზუგდიდის შს სამმართველოსა და ზოგადად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის განყოფილებებში ხშირად აქვს ადგილი პროცესუალური ნორმებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ბოლნისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს დაკავებისას. ამასთან მას არ განემარტა უფლებები.

ახალი ამბები