კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ახალი მემარჯვენეების” განცხადება

2 მაისი, 2006

“ახალი მემარჯვენეების” განცხადება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მიბრძანებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საპყრობილეში მყოფ უფლებაშეზღუდულ ადამიანთა მიმართ ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მართებს ქრისტიანული თანადგომა და მზრუნველობის გამოჩენა. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება პატიმართა უფლებების დაცვას არ აიგივებს ე.წ. ქურდული მენტალიტეტის თანაგრძნობასა და კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერასთან.

1 თვე გავიდა მე-5 საპყრობილეში 27 მარტს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდგომ, როდესაც ხელისუფლების მიერ არაადექვატური ძალის გამოყენებას პატიმართა შორის სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა  -  მოკლულთა და დაჭრილთა სახით.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნისაკენ. ამასვე ვითხოვდით ჩვენ, ოპოზიციური პარტიები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

მიუხედავად ამისა, დღემდე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ობიექტური საგამოძიებო სამუშაო არ ჩატარებულა და საქმეები აღძრულია მხოლოდ პატიმართა წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიური ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა გამოძიებულ იქნას 27 მარტს ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დაცულ იქნას პატიმართა უფლებები და აღიკვეთოს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

ახალი ამბები