კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველო 118-ე ადგილზეა მსოფლიოში

2 მაისი, 2006

მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველო 118-ე ადგილზეა მსოფლიოში 
 

მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველო 118-ე ადგილზეა მსოფლიოში. ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლი“ (Freedom House) მსოფლიოში ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგად (კვლევის სახელწოდებაა - Freedom of the Press 2006: A Global Survey of Media Independence).ორგანიზაციის დასკვნით საქართველოს მედია “ნაწილობრივ თავისუფალია”.

რეიტინგის შედგენის დროს კვლევის ავტორები შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ: გამოსაკვლევ ქვეყნებში მედიის შესახებ არსებული კანონმდებლობით (მაგალითად, რამდენად ხელმისაწვდომია ახალი გაზეთის გამოშვება  ან ტელეკომპანიის  ამუშავება, როგორ იხილავენ მოსამართლეები მედიაორგანიზაციების ან ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრებს), პოლიტიკური ფაქტორებით (სახელმწიფოს მხრიდან მედიაზე კონტროლის ხარისხით, ცენზურის არსებობით და ა.შ.) და მედიის ეკონომიკური მდგომარეობით (მაგალითად, კორუფციის დონით ჟურნალისტებს შორის, , საინფორმაციო საშალებების ეკონომიკური დამოკიდებულების დონით ხელისუფლებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე)

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 194 ქვეყნიდან 73-ში მედია თავისუფალია, 54 ქვეყანაში -  ნაწილობრივ თავისუფალი, 67-ში  კი  არ არის თავისუფალი. პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 17% ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც პრესა აბსოლუტურად თავისუფალია, მოსახლეობის 45% ცხოვრობს “ნაწილობრივ თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყნებში, ხოლო 43% - რეპრესიული რეჟიმის ქვეყნებში.

ბოლო ათ წელიწადში, 7-იდან 10-მდე გაიზარდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რიცხვი, სადაც პრესა თავისუფალი არ არის.  სიტყვის თავისუფლების მხრივ ყველაზე უარესი მდგომარეობაა თურქმენეთში, ბირმაში, კუბაში, ლივიასა და ჩრდილოეთ კორეაში.

Freedom House-ის სარეიტინგო პირველ ათეულში, შედიან ის ქვეყნები, სადაც მედია ყველაზე თავისუფალია, ეს ქვეყნები  არიან: ფინეთი, ისლანდია, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდების სამეფო, შვეიცარია, ლიხტენშტეინი და ახალი ზელანდია. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიასთან და ესტონეთთან ერთად, მე-17 ადგილზე აღმოჩნდა,  26-ე ადგილი გაიყვეს ლიტვამ და კანადამ, ხოლო ლატვიამ  31-ე ადგილი დაიკავა. სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით მსოფლიო რეიტინგში უკრაინას 113-ე ადგილი უკავია, სომხეთსა და ყირგიზეთს 137-ე, მოლდავეთს 141-ე, ხოლო რუსეთს 158-ე. აზერბაიჯანი 161-ე ადგილზე აღმოჩნდა, ყაზახეთი - 165-ე ადგილზე, ტაჯიკეთი - 167-ზე, ბელორუსი - 185-ზე, უზბეკეთი - 187-ზე, თურქმენეთი - 190-ზე, თურქეთი 103-ე, ხოლო ჩინეთი 177-ე ადგილზე.

media.ge

ახალი ამბები