კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის საბჭოს წევრებს ფოტოაპარატის გამოყენების უფლება არ მისცეს

10 მაისი, 2006

მონიტორინგის საბჭოს წევრებს ფოტოაპარატის გამოყენების უფლება არ მისცეს

ორშაბათს, 1 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნება დაერთო სახალხო დამცველთან არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრებისათვის, ჩაეტარებინათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მონიტორინგი და გამოეყენებინათ ფოტოაპარატი, რათა დოკუმენტურად აღებეჭდათ იქ არსებული სიტუაცია. ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრს გამოეცა შესაბამისი ბრძანება, რაც საბჭოს წევრებს საშუალებას მისცემდა, დაუბრკოლებლად განეხორციელებინათ სამკურნალო დაწესებულების მონიტორინგის პროცესი, მან მიმართვას რეზოლუცია დაადო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაუგზავნა.

 5 მაისს, სახალხო დამცველთან არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრები, ასევე სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გაირკვა რომ დაწესებულების დირექტორი არ ფლობდა ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფის მისვლის თაობაზე და ხანგრძლივი გარკვევის შემდეგ საბჭოს წევრებს უფლება მისცა შესულიყვნენ დაწესებულებაში, მაგრამ უარი განუცხადა ფოტოაპარატის გამოყენებაზე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საბჭო თავისი საქმიანობის განხორციელების დროს მუდმივად იყენებს ფოტოაპარატს, რათა დოკუმენტურად აღწეროს დაწესებულებებში არსებული ვითარება, რაც საბჭოს საშუალებას აძლევს, მის მიერ საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინაშე წარმოდგენილი ანგარიში უფრო თვალსაჩინო და დასაბუთებული იყოს. ვინაიდან ადმინისტრაცია თანახმა იყო დაწესებულებაში შეეშვა მონიტორინგის საბჭოს წევრები, მაშინ იუსტიციის მინისტრის რეზოლუციის თანახმად, მათთვის ფოტოაპარატის გამოყენების საშუალებაც უნდა მიეცა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მიერ ფოტოაპარატის გამოყენების აკრძალვა საბჭოს საქმიანობას სერიოზულად აფერხებს. ასეთ პირობებში ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრებმა უარი განაცხადეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მონიტორინგის  ჩატარებაზე.

*  *   *

ანალოგიური პრობლემის გამო (ანუ მინისტრის რეზოლუციის მიუხედავად), დამოუკიდებელ ექსპერტებს ერთი თვის არ მიეცათ მე-7 საპყრობილეში შესვლის საშუალება და ამისათვის იუსტიციის მინისტრის ბრძანება გახდა საჭირო.

http://www.ombudsman.ge/press_center/hot_news.html?id=95&detail=1

ახალი ამბები