კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებენ

10 მაისი, 2006

პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებენ

თბილისი.08.05.06.მედიანიუსი. იმერეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში შეხვდნენ შალვა ჟორჟოლიანსა და მის შვილს დავით ჟორჟოლიანს.

როგორც დავით ჟორჟოლიანმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრა, 2006 წლის 22 აპრილს მასთან სახლში მივიდნენ  შს ფარცხანაყანების ქვეგანყოფილების თანამშრომლები და ის და მისი ძმა, გურამ ჟორჟოლიანი, პოლიციის ქვეგანყოფილებაში წაიყვანეს. როგორც ადგილზე გაირკვა, მათ ელვა-შემდუღებელი აპარატის ქურდობას ედავებოდნენ. ჟორჟოლიანები ცალ-ცალკე ოთახებში შეიყვანეს და გაჩხრიკეს.

დავით ჟორჟოლიანის თქმით,  განყოფილებაში პოლიციის თანამშრომელმა მას ჯიბეში მარიხუანა ჩაუდო და უთხრა, `თუ ქურდობისთვის ვერა, ამისათვის მაინც დაგიჭერო.” ერთ-ერთმა პოლიციელმა კი თავში იარაღის ტარი ჩაარტყა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში ჟორჟოლიანების მამა – შალვა ჟორჟოლიანიც მიიყვანეს. გარკვეული დროის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ძმებს განუცხადეს, რომ შალვა ჟორჟოლიანი თავს ცუდად გრძნობს და სამივე პოლიციის მანქანით სახლში წაიყვანეს.

როგორც დავით ჟორჟოლიანი მიუთითებს, პოლიციის განყოფილებაში მათი დაკავება ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ. პოლიციის თანამშრომლები შალვა ჟორჟოლიანის ცემის ფაქტს უარყოფენ.

იმავე საღამოს შალვა ჟორჟოლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ოჯახმა ის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც დღემდე მკურნალობს. ექიმების დასკვნის თანახმად, მას ტვინის შერყევა და გაჟონვა აქვს. შალვა ჟორჟოლიანი კომპიუტერულ ტომოგრაფიას საჭიროებს, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

აღნიშნულ ფაქტს ქუთაისის რაიონული პროკურატურა იძიებს.

ახალი ამბები