კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

10 მაისი, 2006

პატიმრის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.08.05.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის შენობის წინ პატიმარ რუსლან ბუკიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რუსლან ბუკიას პატიმრობაში ყოფნას უკანონოდ მიიჩნევენ.

ბუკიას ბრალი ექვსი ადამიანის მკვლელობაში ედებოდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ეს დანაშაული არ დაუმტკიცდა. ამჟამად რუსლან ბუკია მოქალაქის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.

აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

დაკავებული რუსლან ბუკიას დედის, ციცი გოგოხიას თქმით, დანაშაული, რომელიც მის შვილს ბრალდება, 2002 წლის მარტში მოხდა, ხოლო რუსლან ბუკია იმ პერიოდში სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა.

სასამართლო პროცესი 11 მაისისთვის არის დანიშნული.

პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეები წალენჯიხიდან 1 მაისს გამოვიდნენ და რვა დღის მანძილზე სხვადასხვა ქალაქის შს სამმართველოებთან იმავე მოთხოვნებით აქციებს მართავდნენ.

ახალი ამბები