კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „რეპორტიორის“ ახალი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

17 მაისი, 2006

სტუდია „რეპორტიორის“ ახალი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისი.16.05.06.მედიანიუსი. 16 მაისს თბილისში, „კინოს სახლში“ სტუდია „რეპორტიორის“ ფილმის „მადლობა პატრულს“ პრეზენტაცია გაიმართა. 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ასახავს 2004 წლის 24 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 19 წლის ამირან რობაქიძე დაიღუპა.

როგორც ფილმიდან ირკვევა, 24 ნოემბრის ღამეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „ბმვ“ მარკის ავტომანქანა უმიზეზოდ გააჩერეს და მანქანაში მყოფი ექვსი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება სცადეს. სპეცოპერაციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გრიგოლ ბაშალეიშვილის მიერ გასროლილ ტყვიას გაჩერებული ავტომობილის ერთ-ერთი მგზავრის ამირან რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა.

სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ დროისათვის ციხიდან თავდებით არიან გათავისუფლებულნი როგორც პატრულის მიერ დაკავებული ხუთი პირი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილიც.

„მადლობა პატრულს“ ბრალდებულთა და საპატრულო პლიციის თანამშრომელთა  ჩვენებებზეა აგებული. გაკეთებულია ანალიზი პროკურატურის დასკვნებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

სტუდია „რეპორტიორის“ ახალი ფილმი ფონდი „ევრაზიის“ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

 

ახალი ამბები