კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს

22 მაისი, 2006

სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს

თბილისი.19.05.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა.

ანგარიშზე სოზარ სუბარმა ყურადღება იმ გახმაურებულ ფაქტებზე გაამახვილა, რომელიც 2006 წლის პირველ ნახევარში მოხდა.

სახალხო დამცველი უკანონოდ მიიჩნევს 2 მაისს კულტურის სამინისტროს წინ პოლიციის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „კანონი კრძალავს ქალაქის ცენტრალურ ადგილას იარაღის გამოყენებას, მითუმეტეს იქ, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ასევე არ არის დადასტურებული, რომ სპეცოპერაციისას იარაღის გამოყენების აუცილებლობა არსებობდა, ამიტომაც ეს შემთხვევა უნდა იყოს სამაგალითო და სპეცოპერაციის ხელმძღვანელები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარს სამართალდამცავთა ქმედება გაუმართლებლად მიაჩნია ასევე 27 მარტს მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ბუნტის ჩახშობის დროს. სახალხო დამცველის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მაშინ, როდესაც პატიმრები საკნებში იყვნენ და სპეცრაზმს წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ. მეტიც სუბარის თქმით, 26 მარტს ღამით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია საპყრობილეში რომ არ შესულიყო და ძალა არ გამოეყენებინა, ბუნტი არ მოხდებოდა.

„ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ ამ ბუნტის პროვოცირება თავად სამართალდამცავებმა მოახდინეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მას ასევე მიაჩნია, რომ ბოლომდე არ არის გამოძიებული გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე; კერძოდ, სუბარის თქმით, წარმოუდგენელია რომ ამჟამად დაპატიმრებულ პოლიციელებს ჰქონოდათ რაიმე მოტივი, რათა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ სანდრო გირგვლიანისთვის, ამიტომაც ამ მკვლელობის უშუალო დამკვეთები უნდა დაისაჯონ.

ახალი ამბები