კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“საერთაშორისო ამნისტია” საქართველოს მთავრობას გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს

23 მაისი, 2006

“საერთაშორისო ამნისტია” საქართველოს მთავრობას გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს

საქართველოს მთავრობამ ზუსტად უნდა შეასრულოს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ 2006 წლის 19 მაისს შემუშავებული რეკომენდაციები, რაც 3 და 4 მაისს საქართველოს რიგით მესამე პერიოდული ანგარიშის წარდგენის შემდეგ მომზადდა.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ისევე როგორც თავად „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომისა და სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნიღბოსან სპეცრაზმის წარმომადგენლები არ ხმარობენ საიდენტიფიკაციო ნომრებს. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები, ვინც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არ გადაეცემა საერთაშორისო სისხლის საქმეთა სასამართლოს გასასამართლებლად; საგანგაშოა მდგომარეობა ციხეებშიც, გაზრდილია სიკვდილიანობის რაოდენობა სასჯელაღსრულებით დეპარტამენტებში და ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტების ობიექტური გამოძიება არ ხდება.

მანამ, სანამ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პატიმრობაში მყოფთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემცირების მიმართულებით, ძირითადი პრობლემები მაინც არსებობს. ამასთანავე, უკანასკნელი თვეების მანძილზე სამართალდამცავების მხრიდან გაიზარდა ძალის გამოყენება პატიმრების წინააღმდეგ, რის გამოც რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა. ასევე გახშირდა საჩივრები  პოლიციელების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ეჭვმიტანილების დაკავების პროცესში, რაც ხშირად ეჭვმიტანილთა სიკვდილსაც კი იწვევს.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გარდა, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აწვდის თავად „საერთაშორისო ამნისტიაც“.

  • საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ: განაახლოთ საქართველოს წამების საწინააღმდეგო ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ვადა 2005 წლის დეკემბერში გაუვიდა;
  • დამატებითი სამუშაოები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ თბილისის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც უნდა ჩატარდეს. უნდა გაიზარდოს მონიტორინგი რეგიონების სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში;
  • სამართალდამცავები, რომლებიც სხვადასხვა სახის დანაშაულებებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი, ჩამოშორებულ უნდა იყვნენ თანამდებობიდან და მათ წინააღმდეგ დისციპლინარული და იურიდიული პროცედურები უნდა აღიძრას;
  • ეჭვმიტანილის დაკითხვა პოლიციის მხრიდან ჩაწერილი უნდა იყოს აუდიო ან ვიდეო საშუალებით. ტექნოლოგიური აღჭურვა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.

ახალი ამბები