კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში გიორგაძის მომხრეების აქცია დაშალეს

29 მაისი, 2006

ზუგდიდში გიორგაძის მომხრეების აქცია დაშალეს

ზუგდიდი.26.05.06.მედიანიუსი. იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობის“ ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში მათი მხარდამჭერთა აქცია სამართალდამცველებმა დაარბიეს.

„ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს კიდევ ერთი ვანდალური აქტი ჩაიდინეს. სასტიკად დაარბიეს პარტია „სამართლიანობის“ მხარდამჭერთა მიტინგი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი იყო მიძღვნილი“, _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგორ გიორგაძის ფონდის ინფორმაციით, შს სამინისტრომ აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფა არ იკმარა და „სამართლიანობის“ რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა.

აქცია, რომელიც დღეს ზუგდიდში გაიმართა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ანტისოროსის“ მიერ თბილისში 23 მაისს დაწყებული საპროტესტო აქციების ციკლის „ცხელი კვირის“ რეგიონალური გამოხმაურება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ გიორგაძის მხარდამჭერებმა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩაკეტილი ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის კარების ძალით გახსნა სცადეს, რასაც სამართალდამცავთა რეაგირება მოჰყვა. მათ აქციის მონაწილეები დაშალეს.

ახალი ამბები