კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი ოსი მოქალაქეების წამებისთვის სისხლის სამართლის აღძვრას ითხოვს

30 მაისი, 2006

 სოზარ სუბარი ოსი მოქალაქეების წამებისთვის სისხლის სამართლის აღძვრას ითხოვს

თბილისი.29.05.06. მედიანიუსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ.

ისინი იქ სამი დღის წინათ, ქართული პოლიციის მიერ ოსი ეროვნების მოქალაქეებისა და, ამის საპასუხოდ, ოსური მხარის მიერ სამი ქართველის დაკავების ფაქტის დეტალურად შესასწავლად იმყოფებოდნენ. ამ მიზნით, ისინი დაზარალებულ ოსებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერს, ბორის ჩოჩიევს და შინაგან საქმეთა მინისტრს, მიხეილ მინძაევს შეხვდნენ.

დაზარალებული ოსების თქმით, ორი ნიღბიანი პირი მათ სასტიკად გაუსწორდა. ამ პირების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

სოზარ სუბარი იმ პირთა წინააღმდეგ წამების მუხლით სისხლის სამართლის აღძვრას ითხოვს, რომელთაც გორის პოლიციის შენობაში ოსების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები ჩაიდინეს. რაც შეეხება სოფელ ნულში მცხოვრები ოთხი ქართველის ცემის ფაქტს, გიორგი ხაინდრავას თქმით, ეს ძმები გაზაევების მიერ არის ჩადენილი. ამ დროისათვის დაკავებულია ქართველების ცემაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირი, დანარჩენებზე კი ძებნაა გამოცხადებული.

„ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ საქართველოში არის დიდი ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არის დარტყმა იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ვერაფრით ვეხმარებით. ამისი მაგალითია ფრონეს ხეობა, სადაც არსებობს ძალადობა, ბანდიტიზმი. აქ ჩაბუდებული არიან ე.წ. "აპალჩენცები", მაგალითად, ძმები გაზაევები. ისინი არიან პირწმინდა ბანდიტები, რომლებსაც ვპირდები, რომ აუცილებლად მივწვდებით და კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც უმოწყალოდ ცემეს ოთხი ქართველი. თუმცა, ეს იყო გამოძახილი იმ ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის, რომელსაც გორის პოლიციაში ჰქონდა ადგილი. ამას დღეს ყველა ლაპარაკობს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ყველა დაზარალებულმა ოსმა ერთხმად აღიარა გორის პოლიციის ადამიანური დამოკიდებულება მათდამი და ხაზი იმას გაუსვა, რომ გორის პოლიციის თანამშრომლებისთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. მათი თქმით, რომ არა ისინი, არავინ იცის, პოლიციის შენობიდან ცოცხლები გამოვიდოდნენ თუ არა“, _ თქვა გიორგი ხაინდრავამ.

სოზარ სუბარის თქმით კი, დაზარალებული ოსების მიმართ ისეთი სისასტიკე იყო გამოვლენილი, როგორიც საქართველოს პოლიციაში კარგა ხნის დავიწყებული უნდა ყოფილიყო.

 

 

 

ახალი ამბები