კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჟან გვაზავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

31 მაისი, 2006

ბეჟან გვაზავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისი.30.05.06.მედიანიუსი. სამართალდამცავების მიერ ორი დღის წინ დაკავებულ ბეჟან გვაზავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე ბეჟან გვაზავა და მისი თანამოაზრე როინ ქარდავა სამართალდამცავებმა ზუგდიდის ახალგაზრდულ ბანაკთან ახლოს დააკავეს. მათ იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარებაში ედებათ ბრალი.

სასამართლომ გირაოს გადახდის შესახებ ბეჟან გვაზავას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბეჟან გვაზავა წლების მანძილზე საკუთარ ჯგუფთან ერთად ტყეში იმალებოდა. მისი შემორიგება ხელისუფლებამ მხოლოდ 2004 წელს მოახერხა.

ახალი ამბები