კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი კვიკვინია პოლიციელებმა ცემეს

31 მაისი, 2006

ბადრი კვიკვინია პოლიციელებმა ცემეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, მაშინ, როცა ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობდა,ზუგდიდის რკინიგზის სადგურთან პოლიციელებმა ხობელი ბადრი კვიკვინია ცემეს. დაზარალებულის განცხადებით, პოლიციელებმა ის ჯერ ყოვლად უსაფუძვლოდ დააკავეს, შემდეგ კი ცემეს: „ახლობლისათვის მინდოდა ფულის გადაცემა. მითხრეს ვაგზალზეაო. იქ მისულს პოლიციელებთან მოვიკითხე ის პიროვნება. მითხრეს აქ არის და ნახეო. როგორც კი შევედი ოთახში სამი პოლიციელი დამადგა თავზე და ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე მცემა. სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ალბათ იმან გააღიზიანათ, რომ ნასვამი ვიყავი“.
 
კვიკვინია არ უარყოფს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ერთ- ერთი თვითმხილველის განცხადებიდანაც ირკვევა, რომ მას სამართალდამცავებისათვის არანაირი შეურაცყოფა არ მოუყენებია.
 
ნაცემმა მოქალაქემ ვაგზალზე მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. მისთვის დღესაც გაურკვეველია მისი შეურაცყოფის მიზეზი და ჩანს ეს ასეც დარჩება, რადგან მისთვის უცნობია პოლიციელთა ვინაობა.
   
პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო ვაგზალზე 26 მაისს მორიგე პოლიციელების ვინაობა, თუმცა უშედეგოდ, რადგან იქ, ნებისმიერი ინფორმაციის მიღების მსურველებს შსს პრესსამსახურისკენ ამისამართებენ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები