კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ გამოდიან

1 ივნისი, 2006

არასამთავრობოები ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ გამოდიან

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში გახშირებული ადამიანის უფლებების დარღვევების და მათი გატაცებების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გაუგზავნეს. ისინი საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარმომადგენელთა მოწვევას და პრობლემის ადგილზე შესწავლას ითხოვენ.

"ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი", "თანასწორობის ინსტიტუტი", "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მიმართვას ხელს აწერენ.

"ჩვენი მიზანია, რეალურად დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. კონფლიქტური ზონების გარდა, დაძაბული მდგომარეობაა ზუგდიდში, კოდორის ხეობაში, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და თვით დედაქალაქშიც კი. გატაცებების რიცხვმა იმატა როგორც გამოსასყიდის მიღების, ასევე მძევლების გაცვლის მიზნით. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტიპის ქმედებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, არამედ საქართველოსა და თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებიც. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები ამ პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონიტორინგებსა და კვლევებს", - ნათქვამია მიმართვაში.   
 
სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული და რამდენი გატაცებული არ არსებობს. პოლიტიკური ორგანიზაცია "ჩვენ თვითონ" ხელმძღვანელის პაატა დავითაიას ინფორმაციით, 2003 წლიდან დღემდე გალში ეთნიკური ნიშნით 350 ადამიანი მოკლეს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კი საბრძოლო მოქმედებების დროს 112 ადამიანი გაუჩინარდა. 

ახალი ამბები